საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

29 აპრილი 2022, 10:55 1196 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 280 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 635, „პისიარ“ ტესტით – 1 958.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 800 გამოჯანმრთელდა, 16 807 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 880 821 აცრა, დღიურად აცრილია 1 124.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი