ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე პროტესტი შეწყვიტეს ყინჩაურის მცხოვრებლებმა. ისინი ოთხი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იყვნენ შეკრებილები. მოსახლეობა გვირაბის მშენებლობას ეწინააღმდეგება და განსახლებას ან კომპენსაციას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ გუშინ უმაღლეს საბჭოში მაღალმთიანეთის დეპუტატი შეხვდა და საკითხის გარკვევას შეჰპირდა. პროტესტი ადგილობრივებმა სამი დღით შეწყვიტეს.