ომი უკრაინისთვის

28 აპრილი 2022, 20:01 2031 ნახვა

უკრაინაში ისევ საომარი ვითარებაა. „აზოვის"პოლკი იუწყება, რომ რუსი აგრესორების მხრიდან დაბომბვისა და საჰაერო დარტყმების შედეგად, "აზოვსტალის" საცავში საოპერაციო ოთახი ჩამოინგრა. არიან დაღუპულები და ხელმეორედ დაშავებულებიც.

მარიუპოლში კი გვამების გახრწნის, წყლისა და საკვების დეფიციტის გამო, არსებობს ქოლერის და დიზენტერიის გავრცელების საშიშროება.

აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში კონცენტრაციის ფონზე, შედარებით მშვიდი ვითარებაა კიევის ოლქში.

კიევის რაიონის რუსული ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ დასახლებებში ჩავიდა გაეროს გენერალური მდივანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი