წაჩხურის მთავარანგელოზი უშვილოთა შემწე

28 აპრილი 2022, 20:07 1854 ნახვა

მარტვილის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს მრავალი მომლოცველი სტუმრობს, განსაკუთრებით აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, როცა დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.

ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილოსნობის მთხოვნელი ან თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მიდიან, თან პატარა, მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს.

„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი