აჭარის ტურისტული პროდუქტები და საქართველოს ტურიზმის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს ვილნიუსში, ლიეტუველ ტუროპერატორებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს წელს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნიდან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ პირდაპირ ფრენებზე.
ქართული ტურისტული კომპანიების და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებმა ესტონელ კოლეგებთან თანამშრომლობის და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხი განიხილეს. ვილნიუსში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს ელჩი ლიეტუვაში და "ეარ ბალტიკის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პრეზენტაციები და შეხვედრები ბალტიისპირეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით გაიმართა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრები დაგეგმილია ესტონეთსა და ლატვიაში.