ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა

26 აპრილი 2022, 21:30 853 ნახვა

"საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენით 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცვლილების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, საქართველოს სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა სავალდებულო გახდა.

ცვლილებების თანახმად აღნიშნულ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ასევე სავალდებულო გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში