მომავალ მძღოლებს მართვის მოწმობის აღება დღეიდან ახალი საგამოცდო სისტემით უწევთ. გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორად გაიყო, თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეებს პრაქტიკის ჩაბარების უფლება ერთი წლის განმავლობაში მიეცემათ. მათ ვინც თეორია 25 აპრილამდე ჩააბარეს პრაქტიკულ ნაწილზე კვლავ ძველი წესით სპეციალურ მოედანზე გაივლიან. ის, რომ გამოცდის ჩაბარების სისტემა დასახვეწი იყო, არაერთი სფეროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, ფაქტებად იხმობდნენ გაზრდილ ავტოსაგზაო შემთხვევებს.