მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თუ გახდა, ვიტყოდი, იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც არის მისი ადგილი - წულუკიანი

26 აპრილი 2022, 16:21 1079 ნახვა

ასე თუ მოხდა, ვიტყოდი, რომ იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც არის მისი ადგილი, – ასე უპასუხა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვას არსებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი გახდეს.

წულუკიანის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ასე თუ მოხდა, ვიტყოდი, რომ იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც არის მისი ადგილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე არც პარტია და არც გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი