მე-12 ბატალიონის საბრძოლო სროლები გაიმართა ორფოლოს სასროლეთზე. საქართველოს თავდაცვის ძალების, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის მეორე ასეულის, ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნების კულმინაციური სწავლება ჩატარდა.
გეგმიური წვრთნა 2 კვირის განმავლობაში ტაქტიკური სწავლებითა და საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა.
სწავლება ოცეულის დონეზე ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებასა და სინქრონიზებულ მოქმედებას ისახავდა მიზნად.