ჰოკეისტთა ვერცხლის მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე

26 აპრილი 2022, 10:01 962 ნახვა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული გუნდი 2023 წელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ბე ჯგუფში იასპარეზებს. როლანდ სვანიძის ნაკრები ახლოს იყო ა ჯგუფთან, რომელმაც 4-დან 3 მატჩი მოიგო და მე-2 ადგილი დაიკავა. ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ მასპინძელ ისლანდიასთან დათმო, რომელიც მომავალ წელს რანგით მაღლა იასპარეზებს. გუნდმა 21 შაიბა გაიტანა და 11 გაუშვა.

ტურნირის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მიღწევაა და გუნდის საუკეთესო შედეგია. მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებმა პირველად მხოლოდ 8 წლის წინ ითამაშა, ბოლო ორი წელიწადი კი პანდემიის გამო გაცდა.  

ა ჯგუფიდან ვინ ითამაშებს საქართველოსთან, რამდენიმე დღეში გაირკვევა, ზაგრებში ხორვატია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ჩინეთი და ისრაელი შეიკრიბნენ.

თვის ბოლოს ცნობილი გახდება იმ ბოლო ადგილოსნის ვინაობა, რომელიც ისლანდიის ნაცვლად ბე ჯგუფში ითამაშებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი