ომის დაწყების შემდეგ იძულებით გადაადგილებული უკრაინელები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს აფარებენ თავს, ნაწილი თურქეთში გადავიდა, აქ კი პრობლემა იმაშია, რომ რუსი ტურისტებისთვის თურქეთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია, მაშინ,როცა თურქეთი არ შეერთებია სანქციებს, ტურისტების ნაკადმა კიდევ უფრო იმატა, ტანია მოსკალს კი ანტალიაში ყოველდღიურად უწევს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა, რაც მისთვის ძალიან მძიმე ტვირთია.