რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 5 რკინიგზის სადგურზე ცეცხლი გახსნეს - უკრაინული მედია

25 აპრილი 2022, 13:43 806 ნახვა

25 აპრილის დილას უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ინფორმაციას უკრაინული მედია სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიციას“ ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე განმარტებით, დაახლოებით 8:20 საათზე ვინიცის, ჟერინკას, ლვოვის რაიონში აფეთქებების ხმა გაისმა.

„უკრზალიზნიციას“ გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა 25 აპრილს, დილით უკრაინის ცენტრში და დასავლეთით მდებარე 5 რკინიგზის სადგურზე ცეცხლი გახსნეს. მისივე განმარტებით არის მსხვერპლი.

"ვინიცას რაიონში ჟმერინკასა და კაზატინის რუსული დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ხოლო ლვოვის რაიონში აფეთქება მოხდა ,,კრასნოიეს'' სარკინიგზო სადგურის გადამზიდ ქვესადგურზე, მაშველები ცეცხლს აქრობენ. ასევე მოხდა სარაკეტო თავდასხმა ქალაქ კოროსტენზე, აფეთქება რკინიგზის მიმდებარედ მოხდა. მსხვერპლი არ ყოფილა"- განაცხადა ალექსანდრე კამიშნმა.

მისივე განცხადებით, რუსი დამპყრობლების მიერ რამდენიმე რეგიონში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად, 25 აპრილს მინიმუმ 30 მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი