მიულოცე აღდგომა ომში მყოფ უკრაინელ ხალხს - ქობულეთში ახალგაზრდა აქტივისტებმა გადაწყვიტეს საქართველოში მყოფ უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული სადღესასწაულო გარემოში გაეტარებინათ. ისინი მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ადგილობრივების გარდა ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან.