თურქეთმა რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავები არ გაატარა

24 აპრილი 2022, 14:49 8343 ნახვა

თურქეთმა რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, რომლებიც სირიაში მიემართებიან. ამის შესახებ გუშინ  თურქეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. სირიაში იმყოფება რუსეთის სამხედრო კონტინგენტი, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები.

ჩავუშოღლუს სიტყვებით, ნებართვა სამი თვით გაიცემოდა,  ვადა აპრილში ამოიწურა და თურქეთმა აღარ გააგრძელა ის. ამ ნაბიჯის მიზეზის შესახებ მას არ ულაპარაკია, მაგრამ ახსენა ბოსფორის სრუტეში ამჟამად მოქმედი აკრძალვა სამხედრო გემების გატარებაზე, რომელიც თურქეთმა უკრაინაში ომის გამო  შემოიღო.

თურქეთის სამხედრო სივრცეზე გადის რუსეთიდან სირიამდე მიმავალი უმოკლესი გზა. მისი დახურვა ნიშნავს, რომ რუსეთს მოუხდება ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცე გამოიყენოს. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში შუამავლობას. 

მისი სიტყვებით, გრძელდება მოლაპარაკებები სამუშაო ქვეჯგუფებში, ასევე არსებობს წინასწარი თანხმობა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების თურქეთში შეხვედრის თაობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში