პუტინს მარიუპოლში სააღდგომოდ ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობისკენ მოვუწოდე - შარლ მიშელი

22 აპრილი 2022, 17:17 968 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

შარლ მიშლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას კვლავ დაადასტურა უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

„მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია: უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, დაგმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის გამო. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია,“- წერს მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი