 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში „ან-26“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტექნიკური ხასიათის რეისს ასრულებდა, როდესაც მიხაილოვკაში ჩამოვარდა.
რა გახდა თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            