გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გადასცემს-ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს თანხა ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენაზე დაიხარჯება.
არსებული ინფორმაციით, 22,5 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემის განახლებას მოხმარდება, ხოლო 14,4 მილიონი საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყოფილი.