ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის აგრესია და ომის დანაშაულები გენოციდად აღიარეს. გადაწყვეტილებას ლატვიელმა დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, წინააღმდეგ არავინ ყოფილა, თავიც არავის შეუკავებია. ლატვიის სეიმში აცხადებენ, რომ რუსეთის ტაქტიკა გაუსწორდეს მშვიდობიან მოქალაქეებს, საჰაერო დარტყმები მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მიწასთან გაასწოროს უკრაინული ქალაქები, სხვა არაფერია თუ არა უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდი. ესტონეთის პარლამენტიც აღიარებს რუსი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედებას, როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და მოუწოდებს სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც ეს აღიარონ.