ხულოში ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი დედაქალაქში იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მცირეწლოვანი თბილისში ოჯახის თხოვნით გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ბაბუა და შვილიშვილი სასოფლო სამეურნეო მოტობლოკით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ტექნიკა ამოყირავდა და ხევში გადავარდა.
მამაკაცი მსუბუქად, მცირეწლოვანი კი მძიმედ დაშავდა.