ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ბათუმში. რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვების ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იმყოფება.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი, საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.