ნაკვეთს, სადაც საავტომობილო გზა გაიყვანეს, მეპატრონე გამოუჩნდა

18 აპრილი 2022, 18:24 2487 ნახვა

კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ნუცუბიძის მეორე შესახვევში მცხოვრებლები კერძო მესაკუთრეს, რომელმაც მიმდებარე ტერიტორია შეიძინა,  ქუჩის მიტაცებაში ადანაშაულებენ. როგორც ამბობენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამანქანო გზა იყო. მოსახლეობის მტკიცებით, ბათუმის მერიას წერილობით მიმართეს  გზა არჩევნების წინ გაიხსნა, თუმცა მოგვიანებით ისევ დაიკეტა.  კახაბრის ადმინისტაციული ერთეულის წარმომადგენელი აცხადებს, რომ 2011 წლიდან ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა, თუმცა ვინაიდან ტერიტორია მესაკუთრეს უყურადღებოდ ჰქონდა მიტოვებული საავტომობილო გზა გახსნეს და ჩიხის მანიშნებელი აბრაც განათავსეს.  ახლა,  როცა კერძო მესაკუთრემ ტერიტორიის ნაწილი გადაკეტა, მერიაში იმედოვნებენ, რომ მასთან მოლაპარაკებას შეძლებენ და საავატომობილო გზის სავალ ნაწილს დაათმობინებენ.   

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი