საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია - სუსი

18 აპრილი 2022, 16:40 1261 ნახვა

2021 წელს გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კრიტიკულად შეზღუდვა განიზრახეს. აღნიშნული მიზნად ისახავდა ოკუპირებული რეგიონის იზოლაციას და ადგილზე ანექსიური პროცესების განხორციელების გამარტივებას, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

მათი განმარტებით, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია.

სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.

„2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი. საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. 2021 წლის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.]

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდებოდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რეგიონების რუსიფიკაციისა და მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის, მათი ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი