მედვედჩუკი პუტინსა და ზელენსკის მიმართავს, მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვალონ

18 აპრილი 2022, 15:23 1389 ნახვა

პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, რომ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში გაცვალონ.

აღნიშნულის შესახებ მედვედჩუკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს.

„მე ვიქტორ ვლადიმერის ძე მედვედჩუკი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მივმართავ თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ მოახდინოს ჩემი გაცვლა მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით იმყოფებიან იქ და არ აქვთ უსაფრთხოდ გამოსვლის შესაძლებლობა ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით“, – განაცხადა მედვედჩუკმა ვიდეომიმართვაში.

უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს.  მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი