შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას მართავს რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც ცნობილია გაკეთდება განცხადებები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებულ ბუჩასა და ირპენში ჩასვლასაც გეგმავენ. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ.
ბუჩაში სამძიმარზე ჩასასვლელად პარლამენტის დელეგაციასთან ერთად საკუთარი სურვილით განაცხადა უარი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპელმა სოციალისტებმა". "ქართული ოცნება" სპეცსამსახურებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამძიმრის სათქმელად წასულ შალვა პაპუაშვილის დელეგაციას უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციას უმზადებს.
საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 325-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს.
შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით ინფორმირებულია უკრაინული მხარეც.