შეხვედრა ავიაკომპანიებთან

15 აპრილი 2022, 19:40 877 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე საავიაციო სექტორის 60-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან დარგში არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს საავიაციო სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მის სწრაფ აღდგენაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეკონომიკის სხვა მიმართულებების, განსაკუთრებით კი ტურიზმის მდგომარეობა. მისი თქმით, მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო რეგულარულად მართავს შეხვედრებს ბიზნესის დარგების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად განიხილავს ამა თუ იმ სექტორში არსებულ ვითარებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში