22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წელი მოუწევთ საპატიმროში ყოფნა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. შეგახსენებთ, 7 თვის წინ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.
თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.