გამოფენა დედა ენის დღეს

14 აპრილი 2022, 18:26 1357 ნახვა

დედა-ენის დღესთან დაკავშირებით ხარიტონ ახვლედიანის საგამოფენო სივრცეში  „დედა ენათა“ კოლექცია, ასევე ხელნაწერთა ფონდში დაცული მე-19 საუკუნის ძველი ქართული ხელნაწერები გამოიფინა.  2019 წელს საქართველოს პარლამენტმა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროცესში დააბრუნა. ექსპონანტების გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება. დედა-ენის დღესთან დაკავშირებით აჭარის მუზეუმებში სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება გაიმართა. 44 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი