უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად 30 დაკავებული პირი დააბრუნა.
ირინა ვერეშუკის თქმით, ქვეყანაში დაბრუნდა 22 უკრაინელი სამხედრო და რვა სამოქალაქო პირი.
„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს შედგა სამხედრო ტყვეების მორიგი, რიგით მეოთხე გაცვლა. გაცვლილია ხუთი ოფიცერი და რიგითი შემადგენლობის 17 სამხედრო. ასევე, გათავისუფლებულია რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ქალი“, – განაცხადა ვერეშუკმა.
ეს არის ტყვეების გაცვლის რიგით მეოთხე შემთხვევა.