ბათუმის №6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

14 აპრილი 2022, 15:49 583 ნახვა

ბათუმის №6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. თორნიკე რიჟვაძემ ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალ აშენებული კორპუსი აჭარის განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა.

ფიზიკა მათემატიკის სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა სამ სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც 570 მოსწავლეზეა გათვლილი.

შენობაში განთავსდა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად არის ადაპტირებული. წელს სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და ძველი შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ბათუმში 5 საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდება, 10 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში