სუს-მა გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავა

14 აპრილი 2022, 14:33 1437 ნახვა

სუს-მა დააკავა  გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მთავარი ბუღალტერი, კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს 10-მდე თანამშრომელი კი  გამოკითხვაზეა  გადაყვანილი.  ირკვევა, რომ  მთავარი ბუღალტერი ბიუჯეტის ფულს  ტოტალიზატორებში ხარჯავდა. საუბარია  თითქმის 144 ათას ლარზე. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჯერ საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდა ბიუჯეტიდან თანხას,   შემდეგ კი ფულს ინტერნეტ ტოტალიზატორებში იყენებდა. 

გორის მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ   მათ ხელფასი რამდენჯერმე  არ დაერიცხათ, მიზეზად კი სახელფასო  ბიუჯეტში არასაკმარისი თანხები სახელდებოდა. მათივე ინფორმაციით, კულტურის ცენტრის მთავარმა ბუღალტერმა სამსახური დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე  საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

გორის მერიაში ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში