იუნისეფი ბავშვთა განრიდებას ემხრობა

13 აპრილი 2022, 19:22 1167 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით განრიდებისა და მედიაციის პროგრამის  11 წლის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას და გაგრძელდება სპეციალიზებულ  პროკურორთა გადამზადება. კონფერენციაზე  სხვადასხვა  უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო ხედვა. ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსის მოადგილის კატალინ გერმანის განცხადებით, აღდგენითი მართლმსაჯულება, შედარებით ახალი კონცეფციაა,  რომელიც ეფუძნება მედიაციას და განრიდებას.კონფერენციაზე  განრიდების და მედიაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის პროგრამაში ჩართული პროკურორები, მედიატორები და სოციალური მუშაკები დაჯილდოვდნენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი