კიევში გუშინ უკრაინაში დაღუპულ კიდევ ორი ქართველ მოხალისეს გამოემშვიდობნენ. ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი რუსეთის არმიას ხარკოვის რეგიონში, იზიუმთან ებრძოდნენ. წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გამართულ პანაშვიდზე ნიკასთან და დათოსთან დასამშვიდობებლად ბევრი მათი თანამებრძოლი ჩავიდა. კიევში სააგენტო „როიტერის“ მიერ გადაღებული კადრები „ამერიკის ხმამ“ მოგვაწოდა.