შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან უმაღლეს საბჭოში

13 აპრილი 2022, 17:39 971 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთან შეხვედრა მოსწავლეებმა უმაღლესი საბჭოსა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით შექმნილი ონლაინ პლატფორმის  chaerte.sca.ge-ს მეშვეობით, დისტანციურად ჩანიშნეს. სწორედ ამ პლატფორმისა და მისი შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა დავით გაბაიძე დღეს მოსწავლეებს და ასევე გააცნო უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. მოზარდები  დეპუტატების საქმინობითა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემის მოგვარებაში მათი როლით დაინტერესდნენ. გაიგეს, რომ უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობას ეწევა, თუმცა ახალი პლატფორმით მათ საშუალება აქვთ, პეტიაცია მომზადონ და პრობლემის მოსაგვარებლად დეპუტატებს მიმართონ.  chaerte.sca.ge- ს  გამოყენებით მოქალაქეებს პლენარულ სხდომებზე დასწრებისა და დეპუტატებთან ონლაინ შეხვედრების დისტანციურად ჩანიშვნის შესაძლებლობა აქვთ. ამის გარდა საშუალება აქვთ გაეცნონ კანონპროექტებს და აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი