კვარაცხელიამ “ნაპოლიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

13 აპრილი 2022, 11:07 1047 ნახვა

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ ნაპოლიში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სერია A-ს ერთ-ერთ გრანდთან ტრანსფერის ბოლო დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ იტალიური გამოცემები წერენ.

“ნაპოლი მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, პარალელურად კი, გუნდის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს. პირველ რიგში ეს ხვიჩა კვარაცხელიას ეხება, რომელიც ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრება. ჩვენი ინფორმაციით, ის უკვე “ლურჯების” ფეხბურთელად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგანაც უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

ეს საიდუმლო ვითარებაში, გარეშე თვალისთვის დაფარულად მოხდა. ნაპოლი ამ ტრანსფერზე დიდი მონდომებით მუშაობდა და შესაბამისი შედეგიც მიიღო: კვარაცხელიასთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და ის სეზონში დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ამ სიახლის შესახებ 1 ივლისს, ანუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღეს გამოცხადდება”, - იუწყება იტალიური გამოცემა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი