უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინაში დაკავებულია ვიქტორ მედვედჩუკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მედვედჩუკის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც მას უკრაინული სამხედრო ფორმა აცვია და ხელბორკილი ადევს.
"სპეცოპერაცია ჩატარდა. მადლობა ჩვენს სპეცსამსახურებს. დეტალები მალე გახდება ცნობილი“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა.