საქართველოს 8 მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

12 აპრილი 2022, 18:19 810 ნახვა

უშედეგოდ დასრულდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული დღევანდელი შეხვედრა. საქართველომ საოკუპაციო რეჟიმთან მოქალაქეების გათავისუფლებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია. ტყვეობაში, საქართველოს 8 მოქალაქე რჩება, მათგან ორი ყოფილი სამხედრო - მამუკა ჩხიკვაძე და ლევან მაჩაბელი არიან. მამუკა ჩხიკვაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში ხვალ გაიმართება. ლაშა ხეთერელს კი, ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.  რამდენიმე დღეში დატოვებს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორს ვალდიმერ კანიაშვილი, რომელსაც 6 თვიანი ე.წ. პატიმრობის ვადა ეწურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი