ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება

11 აპრილი 2022, 19:40 1018 ნახვა

ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ქალაქის მერი გაეცნო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზო და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 300-მდე ბავშვზეა გათვლილი. ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 574 ათას ლარია.  კიდევ ორი ახალი ბაღი შენდება ქათამაძისა და მეზღვაურთა ქუჩებზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში