ბათუმის მორიგი გამარჯვება

11 აპრილი 2022, 10:00 753 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში ბათუმმა ცხუმ-აფზახეთს უმასპინძლა და მეტოქე 69:55 დაამარცხა. მატჩის დაწყების წინ ბათუმელებმა ახალ დარბაზში სეზონის პირველი ტიტული საქართველოს თასი აღმართეს. თავად შეხვედრა კი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა.

ბათუმელებს კაილი რიდლიმ და სოსო გოგნაძემ ულიდერეს. რიდლის ანგარიშზე 15 ქულა იყო, გოგნაძემ კი ათ მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მორიგ შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი სტუმრად თბილისის დინამოსთან გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი