რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაივი და ხარკოვი დაბომბეს - უკრაინული მედია

11 აპრილი 2022, 10:42 1010 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები მიკოლაივი და ხარკოვი დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

მათივე ცნობით, დილიდან უკრაინის ლვოვის, კიევის, დნიპროს და ზაპოროჟიას ოლქებში განგაშის სიგნალები ჩაირთო.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ოლხოვკა თითქმის მთლიანად გაანადგურეს.

„გუშინ, სამწუხაროდ, 11 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა - მათ შორის 7 ბავშვია. 14 ადამიანზე მეტმა დაზიანებები მიიღო და ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლის რიცხვი კი 57-მდე გაიზარდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი