ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს.
კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, ე.წ. დეპუტატი გარი მულდაროვი და ყოფილი ე.წ. დეპუტატი დიმიტრი ტასოევი.
ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.