9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს ხულოსა და ქედაში

09 აპრილი 2022, 17:56 1238 ნახვა

ცხრა აპრილის ხეივანში მემორიალურ დაფასთან  მოქალაქეები, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ  ხულოში.  ხეივანში შეკრებილებმა  9აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ახალგაზრდებმა კი  ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს ქედაშიც. მერიისა და კულტურის სახლის თანამშრომლებმა, ასევე ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა და მოქალაქეებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. სასულიერო პირებმა - ევდემოზ ალელიშვილმა და ბართლომე ჩხიკვაძემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ანსამბლმა ელესამ კი ტრადიციულად მრავალჟამიერი შეასრულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი