რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა - სალომე ზურაბიშვილი

08 აპრილი 2022, 19:21 879 ნახვა

რუსეთის სასტიკი სიმხეცე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა არის ადამიანის უფლებების დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება.

"ამგვარი ძალადობა დარჩება ბნელ ფურცლად კაცობრიობის ისტორიაში. ჩადენილია კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაული. დიდება უკრაინას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი