იაპონიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ.
მისი ღირებულება 920 ათასი დოლარია და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.
ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტყეების დაცვას, ეკოსისტემის დეგრადაციისა და გაჩეხვის შემცირებას, ტყის ხანძრების პრევენციას.