ალიანსი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მხარდასაჭერად ნაბიჯებს გადადგამს - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"საქართველოსთვის ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, მათ შორის ისეთ სფეროებში, უსაფთხო კომუნიკაციები და კიბერ-უსაფრთხოება. ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის კი ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ახალი პაკეტი", - აცხადებს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგის თქმით, ასევე, უკრაინაში გაგზავნიან შესაბამის აღჭურვილობას, რომ ქიმიური, ან ბიოლოგიური თავდასხმისგან თავი დაიცვან. NATO ასევე გააძლიერებს კიბერუსაფრთხოების საკითხში უკრაინის დახმარებას.