დღეს ''ბათუმი'' თასის ფინალში ''ქუთაისს'' დაუპირისპირდება

07 აპრილი 2022, 10:35 953 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო თასის ფინალში ერთმანეთს ''ბათუმი'' და ''ქუთაისი'' დაუპირისპირდებიან.

ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ფინალში გასასვლელად ''მეგა'' 65:55 დაამარცხა. 

''ქუთაისმა'' კი დაძაბულ შეხვედრაში 86:84 ''ოლიმპს'' მოუგო.

ფინალური თამაში დღეს 7 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:30 საათზე დაიწყება.

პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში