სადავო პრემია

29 დეკემბერი 2016, 00:00 3167 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ცენტრალურ ხელისუფლებას თვითმმართველობის  საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს. დიმიტრი დარჩიას განცხადებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მოადგილის გიორგი კაკაურიძის მითითებით ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები  წინასაახალწლო პრემიას ვერ მიიღებენ. დარჩიამ განმარტებები მინისტრის  მოადგილისგან ტელეფონით მოითხოვა, კაკაურიძემ საკუთარი გადაწყვეტილება მთავრობის ე.წ ლარიზაციის გეგმით ახსნა, რამაც საკრებულოს წევრის გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განმარტება საკრებულოს თავმჯდომარემაც გააკეთა.

ამავე კატეგორიაში