''ბათუმი'' საქართველოს თასის ფინალში გავიდა და ''ქუთაისს'' შეხვდება

06 აპრილი 2022, 21:43 1135 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბი საქართველოს თასის ფინალში გავიდა. თბილისში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბათუმელებმა ''მეგა'' 10 ქულიანი სხვაობით 65:55 დაამარცხეს.

''ბათუმის'' შემადგენლობიდან კაილი რიდლიმ 15 ქულა, 3 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა. სოსო გოგნაძემ კი აქტივში 9 ქულა , 13 მოხსნა და 4 გადაცემა ჩაიწერა.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს ''ქუთაისმა'' დაძაბულ ბრძოლაში 86:84 ''ოლიმპი'' დაამარცხა. ამრიგად საქართველოს საკალათბურთო თასის ფინალში ერთმანეთს ''ბათუმი'' და ''ქუთაისი'' დაუპირისპირდებიან.

ფინალური შეხვედრა 7 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:30 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში