შვედეთთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივა

06 აპრილი 2022, 18:21 713 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვედეთის თავდაცვის მინისტრს ქართველი კოლეგა მასპინძლობს. მინისტრებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას, რაც მხარეების განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი