აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს

06 აპრილი 2022, 10:06 781 ნახვა

რუსეთს სამხედროების მიერ დატოვებულ უკრაინულ ქალაქებში ნანახის შემდეგ ევროკავშირი და აშშ რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებენ, პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, აშშ რუსეთში ინვესტიციციებს აკრძალვას რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, ასევე კრემლის ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილებისთვის დამატებითი სანქციების შემოღებას აპირებს.

დღეს ევროკავშირის ელჩები ასევე განიხილავენ სანქციების მეხუთე პაკეტს, რაც რუსეთიდან ქვენახშირის იმპორტის და რუსული გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი