უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი გამოიძახა

06 აპრილი 2022, 11:55 1280 ნახვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი გამოიძახა. 

უკრაინელ დიპლომატს ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს კიევის მხრიდან უნგრეთის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელიც ომთან დაკავშირებით ბუდაპეშტის პოზიციას ეხება.ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გააკეთა.

მისი თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ხელისუფლების პოზიციას, რომელიც ენერგეტიკული სანქციების დაწესებისგან და უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ტრანზიტისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოება. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ. ამიტომ ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს და არ ვუჭერთ მხარს ენერგეტიკულ სანქციებს“-განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი